Saturday, July 2, 2016

„ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ „სასკოლო ინიციატივების წახალისების ქვეპროგრამის“ ფარგლებში პროექტების მიღება გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს „ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ „სასკოლო ინიციატივების წახალისების ქვეპროგრამის“ ფარგლებში პროექტების მიღებას.  

Friday, July 1, 2016

გაკვეთილის თემა
იმპრესიონიზმი
სწავლების საფეხური კლასი
5 კლასი
საგნობრივი ჯგუფი საგანი
ხელოვნება
მოსწავლეთა რაოდენობა
30
მნიშვნელობა აქტუალობა
გაკვეთილის თემა დაეხმარება მოსწავლეებს გაიგონ ხელოვნების ეს მიმდინარეობა.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მხატვრის ნამუშევრებით შექმნილი შთაბეჭდილებების გადმოცემის, გარემოზე დაკვირვების შედეგებზე მსჯელობისა და თეორიული ცოდნის პრაქტიკულ ნამუშევრებში გადმოცემის უნარ-ჩვევების განვითარება.
შედეგი:
ს.გ.V.1 ავლენს პერსპექტივის კანონების საწყის ცოდნას წინა და უკანა პლანის გამოყენებით;
ს.გ..V.1იყენებს ფერის გრადაცია
ს.გ.V.1. აკვირდება თუ როგორ იცვლება ობიექტის ზომა, ფერი, სიმკვეთრე დამკვირვებლისაგან დაშორების მიხედვით და ასახავს ნამუშევარში;
ს.გ.V.4. ირჩევს გამომსახველობით ხერხებს და მასალას ნამუშევარში ჩანაფიქრის გადმოსაცემად;
ს.გ.V.7. საუბრობს საკუთარ და სხვის ნამუშევრებზე და ასაბუთებს, რატომ მოსწონს ან არ მოსწონს რომელიმე მათგანი; ს.გ.V.7. საუბრისას იყენებს შესაბამის ტერმინებს.
წინასწარი ცოდნა
სხვადასხვა რეპროდუქციების საშუალებით აქვთ წარმოდგენა ნამუშევრებზე.
შეფასების საგანი და პროცედურები
პრეზენტაცია, დისკუსია, შეფასება (იხ. რუბრიკა).


სასწავლო მასალა და ტექ. რესურსები
სახ. 5კლ. ნ. მაჭარაშვილი, ილუსტრაციები, სალაიდები იმპრესიონისტთა ნახატები.  კომპიუტერი (1) პროგრამა (Power Point) სახტავი რვეული, ფანქრები, გუაში.
გაკვეთილის მსვლელობა
საორგანიზაციო საკითხები (1წთ)

A ფაზა/გამოწვევა .  15წთ.
პარალელურად მასწავლებელი სვამს რამდენიმე  კითხვას:

1)      ჩამომითვალეთ იმპრესიონისტი მხატვრების სიუჟეტები .

2)      სად ამჯობინებდნენ ისინი ხატვას?

3)      ას აქცევდნენ ყურადღებას ხატვისას?

B ფაზა/ კონსტრუირება   15 წთ.
წინასწარ მომზადებული სლაიდ შოუს გამოყენებით ხდება ჩვენება (გახსენება) იმპრესიონისტური მხატვრების ნამუშევრების; ედუარდ მანე, რენუარი , ედგარ დეგა, ვან-გოგი , კლოდ მონე..  


C ფაზა/რეფლექცია      14წთ.
მასწავლებელი დავალებას აძლევს მოსწავლეებს კლასში შეასრულონ თავისუფალი თემა იმპრესიონისტულ სტილში.

მასწავლებელი   განიხილავს ნამუშევრებს და კითხვა პასუხის რეჟიმში გაიგებს მოსწავლემ რამდენად კარგად გაიგო მოცემული დავალება
დიფერენცირებული სწავლება
განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე არ მყავს.









კრიტერიუმი
დაბალი(1-5)
საშუალო(6-7)
კარგი (8-9)
საუკეტესო(10)
დავალებასთან შესაბამისობა
არ შეესაბამება დავალებას
ცდილობს დავალებასთან მიახლოებას
მიჰყვება ინსტრუქციებს, თუმცა ზოგჯერ ზედაპირულად
ყველა ინსტრუქცია გათვალისწინებულია. სრულყოფილად არის შესრულებული
ინტესიური ფერების გამოყენება
სრულიად საპირისპირო ფერები
არ ცდილობს გამოიყენოს ინტესიური ფერები
 კარგად ანაწილებს ფერებს
ეფექტურად იყენებს ფერებს
ორიგინალობა
არ გააჩნია უნარი
არის პლაგიატიზმი
კომპოზიციურად ორიგინალურია
მაქსიმალურად ორიგინალურია
დრო
ვერ ახერხებს დროის ლიმიტის დაცვას
ცდილობს დროის ორგანიზებას
კარგად ანაწილებს დროს მუშაობისას
განსაზღვრულ დროში ამომწურავად ასრულებს ნახატს
დისკუსია
ვერ საუბრობს
ცდილობს აზრის გამოთქმას
ასაბუთებს თავის აზრს, ერთვება დისკუსიაში
დასაბუთებულად გამოთქვამს საკუთარ აზრს, ხმარობს შესაბამის ტერმინოლოგიას.