პროექტები და ღონისძიებები

პროექტის სახელწოდება:       თეატრი
პროექტის მთავარი იდეა ( თემა) 1-2 წინადადებით: გაეცნონ თეატრალურ ხელოვნებას   
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს შეუწყობს ხელს თეატრის გაცნობაში, დაუკავშიროს ყოველდღიურ ცხოვრებას - დაანახოს პრობლემები და მათი გადაჭრის გზები;მოსწავლეების კომპიუტერიზაციიდან გადმორთვა და დაინტერესება სულიერი სამყაროთი, კერძოდ, თეატრით.
პროექტის მიზნები:  თეატრისა და კინოს, როგორც ხელოვნების სინთეზური დარგების თავისებურებებზე მსჯელობის,ლიტერატურული პერსონაჟის სახასიათო ნიშნების ნამუშევარში გადმოცემის, კრიტიკული აზროვნების და ლოგიკური მსჯელობის უნარ-ჩვევების განვითარება.
მონაწილეთა ასაკი: 10-12 წელი
ვადები / ხანგრძლივობა: ერთი თვე
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  ესკიზები კოსტიუმების, სცენის დეკორაციის მაკეტი, ნიღბები, ტეატრალური თოჯინების დამზადება, აფიშების და მოსაწვევი ბარათების დამზადება
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, სახატავი მასალა, კომპიუტერი - პროგრამა google, Power Pointi, სლაიდ შოუ,სამუშაო მასალა მაკეტისთვის მუყაო, წებო, მაკრატელი, ნაჭრები თოჯინებისთვის,
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): გაიხსენონ და დაასახელონ რომელი სპექტაკლები უნახავთ და სპექტაკლის მთავარი პერსონაჟები, აღწერონ მათი გარეგნობა, კოსტიუმები, გაფორმება. ჩამოთვლიან პროფესიაბს, რომელიც საჭიროა დადგმისთვის.
მინი ლექციით, პრეზენტაციით, ფოტო მასალით ვაცნობ თეატრალურ ხელოვნებას, რა როლი აქვს რეჟისორს, დრამატურგს, მხატვარ-დეკორატორს,კომპოზიტორს, ტექ.რეჟისორს, მსახიობს; თეატრში წასვლა, სპექტაკლზე დასწრება და შემდგომ განხილვა.
მოსწავლეები წარმოადგენენ ნამუშევრებს: მოაწყობენ გამოფენებს, წარმოადგენენ კოსტუმირებულ სცენებს სპექტაკლებიდან,, თოჯინებით  დადგმას,გამოიყენებენ ვიზუალურ და სასცენო ეფექტებს,
მოსწავლეები უზიარებენ ერთმანეთს საკუთარ მოსზრებებს, მსჯელობენ არგუმენტირებულად
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა, მუსიკა, ხელოვნება.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი ): გიული ბალახაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: giubalaxadze@gmail.com.

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: giulibalaxadze.blogspot.com.

No comments:

Post a Comment